Thursday, July 24, 2014

ტრენინგის მე9 დღე

  ტრენინგის განრიგი:
1) გამეორება
2)მუშაობა ბლოგში
3) პროექტის პრეზენტაციები
4) ტრენინგის შეჯამება
   დღეს ტრენინგის ბოლო დღეა და გული მწყდება, რადგან ქალბატონ ქეთისთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა.
  ჩვეულებისამებრ გავიმეორეთ განვლილი მასალა, შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ ლინკის ჩასმა, გვერდის დამატება, გაჯეტების დამატება.ვისწავლეთ პრეზენტაციაში ლინკის ჩასმა, ფილმის განთავსება იუთუბზე.
       ვერ დავმალავ, რომ ტრენინგის დასაწყისში ცოტა შემეშინდა და დავიბენი, მაგრამ ტრენერის დახმარებით ყველაფერს გავართვი თავი. მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონ ქეთის. ტრენინგზე უამრავი რამ ვისწავლე, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მუშაობის პროცესში. აქ ნასწავლი მასალის გამოყენებით ჩემი მუშაობა უფრო სრულყოფილი გახდება და ნამდვილად დამეხმარება პროფესიული წარმატებისთვის, რისიც დიდი სურვილი მაქვს და მონდომებაც რა თქმაუნდა.

Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მე-8 დღე

         ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. საინტერესო იყო ფასილიტაციის ნიმუშის შექმნა. გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეს და ყველაფერი მოვაწესრიგეთ. ყველაზე საინტერესო იყო პროექტის პორტფოლიოს ატვირთვა. ქალბატონ კეთის დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ საკმაოდ კარგად გავიგე და აგარ გამიჭირდება დამოუკიდებლად მუშაობისას. დიდი იმედი მაქვს, აქ ნასწავლ მასალას გამოვიყენებ მუშაობისას.

Monday, July 21, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

   ჩვეულებისამებრ გავიმეორეთ ნასწავლი მასალა. დღეს მეტად საინტერესო  საკითხზე ვიმუშავეთ. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების ფუნქციებზე ვიმუშავეთ. შევადგინეთ სხვადასხვა ცხრილები, გავიხსენეთ გარდნერის თეორია. დიდი დრო დავუთმეთ პროექტის გეგმაზე მუშაობას, შევავსეთ ჩვენი გეგმა, მადლობა ტრენერს.

Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მე-6 დღე

   დღე დატვირთული და საინტერესო იყო. ჩვეულებისამებრ გავიმეორეტ განვლილი მასალა, შემდეგ გავეცანით სხვადასხვა სქემებს, ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე, გავაკეთეტ პრეზენტაციები და გადავიტანეთ ბლოგზე. დღე საინტერესო იყო, მადლობა ტრენერს.

Saturday, July 19, 2014

მე-5 დღე

     ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ ნასწავლი მასალა. ვისწავლეთ, რომ გამოყენებული ლიტერატურა აუცილებლად უნდა მივუთითოთ. ვისწავლეთ ჩასმა. ვისწავლეთ აგრეთვე კომენტარების გაკეთება ბლოგზე. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგზე. მიუხედავად სირთულისა ტრენერმა კარგად აგვიხსნა ყველაფერი, რისთვისაც მადლობას ბუხდით ქალბატონ ქეთის. საინტერესო იყო გაჯეტებზე მუშაობა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც გამომადგება მუშაობაში და პორტფოლიოს წარმოებაში. ვისწავლეთ სურათის, გამოკითხვის და საათის განთავსება გაჯეტებზე. დღე მეტად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ ქეთის.

Friday, July 18, 2014

ტრენინგის მე-4-ე დღე

თავდაპირველად გავიმეორეთ ნასწავლი მასალა, შემდეგ ვისწავლეთ შეფასების განსაზღვრა მოსჟავლეთა საჭიროების დასადგენად. საინტერესო იყო პორტფოლიოს პრეზენტაციის მომზადება. მოვამზადეთ პრეზენტაციები და განვათავსეთ ჩვენს საქაღალდეში. ბოლოს მომზადებული პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგზე, დღემ საინტერესოდ ჩაიარა, ბევრი რამ ვისწავლეთ, მადლობა ქალბატონ ქეტის საინტერესო ტრენინგისთვის.

Sunday, July 13, 2014

დღე მე-3

            პირველ რიგში გავიმეორეთ ნასწავლი მასალა. ქალბატონმა ქეთიმ საფუძვლიანად გაგვამეორებინა და გაგვახსენა ნასწავლი მასალა.ვიმუშავეთ სტანდარტის დადგენაზე. საკმაოდ საინტერესო იყო პროექტის მიზნის განსაზღვრა. განვსაზღვრეთ ჩვენი პროექტის მიზნები, ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დღემ საინტერესოდ ჩაიარა.