Thursday, July 24, 2014

ტრენინგის მე9 დღე

  ტრენინგის განრიგი:
1) გამეორება
2)მუშაობა ბლოგში
3) პროექტის პრეზენტაციები
4) ტრენინგის შეჯამება
   დღეს ტრენინგის ბოლო დღეა და გული მწყდება, რადგან ქალბატონ ქეთისთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა.
  ჩვეულებისამებრ გავიმეორეთ განვლილი მასალა, შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ ლინკის ჩასმა, გვერდის დამატება, გაჯეტების დამატება.ვისწავლეთ პრეზენტაციაში ლინკის ჩასმა, ფილმის განთავსება იუთუბზე.
       ვერ დავმალავ, რომ ტრენინგის დასაწყისში ცოტა შემეშინდა და დავიბენი, მაგრამ ტრენერის დახმარებით ყველაფერს გავართვი თავი. მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონ ქეთის. ტრენინგზე უამრავი რამ ვისწავლე, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მუშაობის პროცესში. აქ ნასწავლი მასალის გამოყენებით ჩემი მუშაობა უფრო სრულყოფილი გახდება და ნამდვილად დამეხმარება პროფესიული წარმატებისთვის, რისიც დიდი სურვილი მაქვს და მონდომებაც რა თქმაუნდა.

No comments:

Post a Comment